Thursday, December 17, 2015

ინტელის პროექტი

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ ინტელის პროექტით ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,როგორ შევქმნა ელექტრონული პორტფოლიო,როგორ განვსაზღვრო პროექტის მიზნები საგნობრივი სტანდარტისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით.ვისწავლე პრეზენტაციის ელექტრონული ვარიანტის მომზადება,სარეკლამო ბროშურისა და ელექტრონული გაზეთის შექმნა.პრეზენტაციის ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე.ჩემი ბლოგის დიზაინის შეცვლა და მასზე ჩანართების ჩაშენება. მადლობელი ვარ პროექტის ხელმძღვანელობის,რომ მომცა ამ ყველაფრის შესაძლებლობა და ტრეინერის - მონდომებისათვის.

ინტელის პროექტი

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ

Wednesday, November 25, 2015

ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

                                                             ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

    ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულ ჩვენგანს კარგად გვაქვს გააზრებული, თუ როგორ გვიიოლებს და შედეგიანს ხდის ჩვენს შრომას კომპიუტერული ტექნოლოგიები.
     ინტელის ამ ტრეინინგ კურსმა კი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა თუ როგორი ეფექტური შეიძლება გავხადოთ პროექტული სწავლებით სასწავლო პროცესი. როგორ შევძლოთ სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან სინთეზირებით სწავლების უკეთესი ხარისხის მიღწევა, შემოთავაზებული უამრავი ტექნოლოგიური რესურსისა და ინსტრუმენტის დახმარებით.
     ტრეინინგის I დღეს ვისწავლეთ და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო რომლის დახმარებითაც გაგვიიოლდება საჭირო ინფორმაციის სტრუქტურულად დალაგება საქაღალდეებში.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და მის შემადგენეი ნაწილების.
    ტრეინინგის II და III დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის სათაური. გადავხედეთ საგნობრივ სტანდარტს, რათა სტანდარტის, ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სინთეზირებით გამოგვეკვეთა და სწორად შეგვერჩია მიზანი.
    შევქმენით ბროშურა ჩვენი პროექტისათვის მოსწავლეთა ჩართულობისა და მშობელთა დაინტერესების მიზნით.
     ტრეინინგის IV დღეს ვისაწავლეთ თუ როგორ უნდა შევძლოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლის დახმარებითაც შევძლებთ მოსწავლეებს განუვითაროთ სიღრმისეული აზროვნება,გავზარდოთ მათი სამუშაოში ჩართულობის ხარისხი და მოტივაცია.
    ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე, დაგვევალა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებსა და შეფასების სქემებზე მუშაობა ჩვენი პროექტისათვის.
 

Sunday, November 13, 2011

ხელნაწერთა კვალდაკვალ

პროექტის  მთავარი იდეა;ქართული ანბანის ფესვები შორს,ისტორიის სიღრმეში,იკარგება.ამიტომ ჩვენი  სურვილია, დავადგინოთ, შესაძლებლობების
 ფარგლებში, ქართული დამწერლობის   წარმოშობის მიახლოებითი თარიღი.     
პროექტის    აქტუალობა ;ის,რომ ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ ანბანურ სისტემათა შორის ,უდავოა, მაგრამ დღემდე კვლევის საგნად  რჩება როდის წარმოიშვა და რომელი ანბანი დაედო მას საფუძვლად. ამ საკითხზე სხვადასხვა ისტორიული ცნობა და სხვადასხვა შეხედულება არსებობს.შესაბამისად, ეს თემა, საბოლოო პასუხის პოვნამდე, ყოველთვის  აქტუალური იქნება.                                
მოსწავლეებს განუვითარდებათ; კვლევის,ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,ჯგუფში მუშაობის და  საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები;  პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ სამეცნიერო და არამხატვრული ტექსტებიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრება. გამოიყენონ ფაქტები,ციტატები და სტატისტიკური  მონაცემები კვლევასა და საკუთარი მონაცემების გასამყარებლად.
დაეუფლებიან ცოდნას ქართული ანბანის წარმოშობის,მის შესახებ  არსებული სხვადასხვა თეორიების, მისი განვითარების საფეხურებისა და უძველესი ეპიგრაფიკული დაელნაწერი ძეგლების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი; 14-15 წელი.
ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები;შექმნიან ბლოგს,რომელზეც გამოქვეყნდება მათი კვლევის შედეგები. მოეწყობა სასკოლო კონფერენცია თემაზე ;"ხელნაწერთა კვალდაკვალ".გამოიცემა სასკოლო გაზეთი ჯგუფის ცალკეული წევრების მოკვლეული მასალებით.
ძირითადი რესურსები:მეცნიერთა კვლევები შესაბამის თემატიკაზე,სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
  • კითხვების საშუალებით არჩეული თემატიკიდან მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ თემა.
  • შეიქმნა 3 ჯგუფი მიზნობრივი გადანაწილებით. ერთი ჯგუფი იკვლევს ისტორიულ წყაროებს .მეორე-პიგრაფიკულ წარწერებს. მესამე- ხელნაწერ წყაროებს.
  • თითოეული ჯგუფის მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ჯგუფის ლიდერს,რომელიც გაანაწილებს მოვალეობებს ჯგუფის წევრთა შორის და განსაზღვრავს სამუშაო დროს.
  • თითოელი ჯგუფი მოამზადებს როგორც წერილობით,ისე ვიზუალურ (სლაიდები,პლაკატები,ბუკლეტები) მასალას.
  • პრეზენტაცია მოეწყობა სასკოლო მასშტაბით.
  • მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკით,რომელშიც გაწერილია შედეგების მისაღწევად  განსახორციელებელი აქტივობები, საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და ვადები.
საგნებთან და ეროვნულ გეგმასთან კავშირი. ქართული,ისტორია.
შედეგები და ინდიკატორები. ქართ.X.1, ქართ X.3 ,ქართX. 6  ქართX.7  ქართ X.16
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო წივწივაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninotsivtsivadze@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი;natiamaka.blogspot.com.

Wednesday, November 9, 2011

ჩემ შესახებ

 ნინო წივწივაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვმუშაობ ქუთაისის  მე-16 საჯარო სკოლაში.