Wednesday, November 25, 2015

ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

                                                             ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

    ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულ ჩვენგანს კარგად გვაქვს გააზრებული, თუ როგორ გვიიოლებს და შედეგიანს ხდის ჩვენს შრომას კომპიუტერული ტექნოლოგიები.
     ინტელის ამ ტრეინინგ კურსმა კი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა თუ როგორი ეფექტური შეიძლება გავხადოთ პროექტული სწავლებით სასწავლო პროცესი. როგორ შევძლოთ სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან სინთეზირებით სწავლების უკეთესი ხარისხის მიღწევა, შემოთავაზებული უამრავი ტექნოლოგიური რესურსისა და ინსტრუმენტის დახმარებით.
     ტრეინინგის I დღეს ვისწავლეთ და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო რომლის დახმარებითაც გაგვიიოლდება საჭირო ინფორმაციის სტრუქტურულად დალაგება საქაღალდეებში.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და მის შემადგენეი ნაწილების.
    ტრეინინგის II და III დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის სათაური. გადავხედეთ საგნობრივ სტანდარტს, რათა სტანდარტის, ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სინთეზირებით გამოგვეკვეთა და სწორად შეგვერჩია მიზანი.
    შევქმენით ბროშურა ჩვენი პროექტისათვის მოსწავლეთა ჩართულობისა და მშობელთა დაინტერესების მიზნით.
     ტრეინინგის IV დღეს ვისაწავლეთ თუ როგორ უნდა შევძლოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლის დახმარებითაც შევძლებთ მოსწავლეებს განუვითაროთ სიღრმისეული აზროვნება,გავზარდოთ მათი სამუშაოში ჩართულობის ხარისხი და მოტივაცია.
    ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე, დაგვევალა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებსა და შეფასების სქემებზე მუშაობა ჩვენი პროექტისათვის.