Sunday, November 13, 2011

ხელნაწერთა კვალდაკვალ

პროექტის  მთავარი იდეა;ქართული ანბანის ფესვები შორს,ისტორიის სიღრმეში,იკარგება.ამიტომ ჩვენი  სურვილია, დავადგინოთ, შესაძლებლობების
 ფარგლებში, ქართული დამწერლობის   წარმოშობის მიახლოებითი თარიღი.     
პროექტის    აქტუალობა ;ის,რომ ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ ანბანურ სისტემათა შორის ,უდავოა, მაგრამ დღემდე კვლევის საგნად  რჩება როდის წარმოიშვა და რომელი ანბანი დაედო მას საფუძვლად. ამ საკითხზე სხვადასხვა ისტორიული ცნობა და სხვადასხვა შეხედულება არსებობს.შესაბამისად, ეს თემა, საბოლოო პასუხის პოვნამდე, ყოველთვის  აქტუალური იქნება.                                
მოსწავლეებს განუვითარდებათ; კვლევის,ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,ჯგუფში მუშაობის და  საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები;  პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ სამეცნიერო და არამხატვრული ტექსტებიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრება. გამოიყენონ ფაქტები,ციტატები და სტატისტიკური  მონაცემები კვლევასა და საკუთარი მონაცემების გასამყარებლად.
დაეუფლებიან ცოდნას ქართული ანბანის წარმოშობის,მის შესახებ  არსებული სხვადასხვა თეორიების, მისი განვითარების საფეხურებისა და უძველესი ეპიგრაფიკული დაელნაწერი ძეგლების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი; 14-15 წელი.
ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები;შექმნიან ბლოგს,რომელზეც გამოქვეყნდება მათი კვლევის შედეგები. მოეწყობა სასკოლო კონფერენცია თემაზე ;"ხელნაწერთა კვალდაკვალ".გამოიცემა სასკოლო გაზეთი ჯგუფის ცალკეული წევრების მოკვლეული მასალებით.
ძირითადი რესურსები:მეცნიერთა კვლევები შესაბამის თემატიკაზე,სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
  • კითხვების საშუალებით არჩეული თემატიკიდან მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ თემა.
  • შეიქმნა 3 ჯგუფი მიზნობრივი გადანაწილებით. ერთი ჯგუფი იკვლევს ისტორიულ წყაროებს .მეორე-პიგრაფიკულ წარწერებს. მესამე- ხელნაწერ წყაროებს.
  • თითოეული ჯგუფის მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ჯგუფის ლიდერს,რომელიც გაანაწილებს მოვალეობებს ჯგუფის წევრთა შორის და განსაზღვრავს სამუშაო დროს.
  • თითოელი ჯგუფი მოამზადებს როგორც წერილობით,ისე ვიზუალურ (სლაიდები,პლაკატები,ბუკლეტები) მასალას.
  • პრეზენტაცია მოეწყობა სასკოლო მასშტაბით.
  • მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკით,რომელშიც გაწერილია შედეგების მისაღწევად  განსახორციელებელი აქტივობები, საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და ვადები.
საგნებთან და ეროვნულ გეგმასთან კავშირი. ქართული,ისტორია.
შედეგები და ინდიკატორები. ქართ.X.1, ქართ X.3 ,ქართX. 6  ქართX.7  ქართ X.16
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო წივწივაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninotsivtsivadze@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი;natiamaka.blogspot.com.

Wednesday, November 9, 2011

ჩემ შესახებ

 ნინო წივწივაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვმუშაობ ქუთაისის  მე-16 საჯარო სკოლაში.